ყველაზე მდიდარი ქალები მსოფლიოში

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 62 პერსონიან სიაში მხოლოდ 9 ქალია. ორი მათგანი ჟურნალ Forbes-ის მიერ შედგენილი უმდიდრესი ადამიანების ათეულში შედის. მიუხედავად ამისა, მათი ქონება ბევრად ჩამოუვარდება მამრობითი სქესის მილირდელების ქონებას.

კრისტი უოლტონი

მისი ქონება 41.7 მილიარდ დოლარს შეადგენს და მსოფლიოს უმდიდრესი ადამაინების სიაში მერვე ადგილზეა. მისი ოჯახი გახლავთ ამერიკის ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელის Wal-Mart-ის დმფუძნებელი. კრისტი ასევე ფლობს მზის პანელების დამამზადებელ საწარმოს.

Christy walton

 

ლილიან ბეტენქოურთი

ის კომპანია L’Oreal-ის მემკვიდრეა და 40.1 მილიარდი დოლარის ქონებით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მეათე ადგილზეა. ფრნაგული კოსმეტიკური კომპანიის მემკვიდრე 93 წლის ლილიანი ევროპის უმდიდრესი ქალბატონიცაა.

ლილიან ბეტექურთი

 

 

ალის უოლტონი

ალისაც ასევე Wal-Mart-ის მფლობელი ოჯახის წევრია. თუმცა დისგან განსხვავებით მისი ქონება 39.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. და ეს მაშინ, როდესაც 66 წლის ქალბატონი არასოდეს ყოფილა აქტიურად ჩართული კომპანიის მართვაში.

ალისამ დააფუძნა ხელოვნების მუზეუმი არკანზასში, მისი პერსონალური ხელოვნების ნიმუშების კოლექციის ღირებულება კი ასობით მილიონ დოლარს შეადგენს.

ალისა უოლტონი

 

ჟაკლინ მარსი

ჟაკლინ და მისი ორი ძმა ფლობენ მსოფლიოში ყველაზე დიდ სკონდიტროს Mars-ს. ბიზნესი მათმა ბაბუამ 1911 წელს ვაშინგტონში დაიწყო. ჟაკლინმა და მისმა ძმამ მემკვიდრეობა 1999 წელს, მამის გარდცვალების შემდეგ მიიღეს. ამჟამად მისი ქონება 26.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Jacqueline Mars

 

მარია ფრანკა ფისოლო

მარია ფრანკა ფისოლო მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი მილიარდელია. ის  Ferrero Group-ის დამფუძნებლის ქვრივია. კომპანია აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Nutella, Kinder, Tic-Tac.

98 წლის ქვრივის ქონება 23.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მარია ფრანკო ფისოლო




გაზიარება:

კომენტარი

რისი გაკეთება შეიძლება 144 ფერადი ბუშტით?
რისი გაკეთება შეიძლება 144 ფერადი ბუშტით?

ზოგჯერ ადამიანები არაფრის კეთების ხასიათზე ვართ. თან გინდა რომ აკეთო, და თან გინდა რომ არაფერი აკეთო. ეს უცნაური შეიძლება იყოს,...

Close