ვისწავლოთ პროდუქტების შემოწმება

ყველას სურს ხარისხიანი და საღი პროდუქტის შეძენა, თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მათ უმეტესობას ხარისხიანს ვერ ვუწოდებთ. ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მწარმოებელი თუ გამყიდველი ცდილობს ჩვენს შეცდომაში შეყვანას. იმისათვის,რომ არ წამოეგოთ მათ მიერ დაგებულ ანკესზე, დაგჭირდებათ წესების ცოდნა, რომლის დახმარებით შეძლებთ განსაზღვროთ ხარისხი. ასევე თქვენ დაგჭირდებათ ქიმიის მინიმალური ცოდნა და Feme- სასარგებლო რჩევები.

მაშ ასე, როგორ გავარჩიოთ პროდუქტის ხარისხი:

1.თაფლი  

ჩაუშვით თაფლში პურის პატარა ნაჭერი და გააჩერეთ 10-12 წთ. ამოიღეთ, თუ თაფლი ნატურალურია – პური გამაგრდება, თუ ფალსიფიცირებულია – დარბილდება.

 2. ხაჭო

თუ გინდათ გაიგოთ, შეიცავს თუ არა ხაჭო სახამებელს, დააწვეთეთ მას ცოტა იოდი. თუ სახამებელს შეიცავს- ხაჭო მიიღებს ლურჯ შეფერილობას.

3. არაჟანი

არჩევისას შეეცადეთ შეიძინოთ პროდუქტი, რომელშიც ბაქტერიული კულტურა ცოცხალია – ის პასტერიზებულ პროდუქტზე ბევრად უფრო სასარგებლოა. ასეთის გამოსაცნობად უბრალოდ წაიკითხეთ პროდუქტის შენახვის ვადა ეტიკეტზე – თუკი ვადა 5 დღეს არ აღემატება, ეს იმას ნიშნავს, რომ არაჟანი პასტერიზებული არ არის და ლაქტობაცილუსის კულტურა მასში ცოცხალია. (ბუნებრივია, გადაამოწმეთ პროდუქტის გამოშვების თარიღიც და ვადაგასულ პროდუქტს ნუ შეიძენთ).

4. ძეხვი

უპირატესობა ყოველთვის მოხარშულ სახეობებს მიანიჭეთ და არა შებოლილს, რადგან შებოლვის ტექნოლოგია ძალიან ხშირად დარღვეულია. ზოგჯერ ამ პროდუქტს ბოლი საერთოდ არ აქვს მიკარებული და მხოლოდ ბოლის არომატითაა დამუშავებული. ეტიკეტზე დატანილი პროდუქტის შემადგენლობის ჩამონათვალში ხორცი პირველ ადგილზე უნდა ეწეროს. რაც უფრო შორსაა ის სიაში, მით ნაკლებია ძეხვში ხორცის შემადგენლობა.

* თუ ინგრედიენტებში მითითებულია სოიო, ხელოვნური ცილა, სავარაუდოდ, ხორცი მასში არ არის ან მინიმალური შემადგენლობითაა.

* თუ ჩამონათვალში ბევრი არომატიზატორი და გემოს გამაძლიერებელია მითითებული (მაგალითად გლუტამატის ნატრიუმი), ესე იგი ხორცის შემცვლელი პროდუქტია გამოყენებული.

5. კვერცხი

მოათავსეთ კვერცხი წყლიან ქილაში. თუ ის ახალია, მაშინ ფსკერისკენ დაეშვება, თუ არა- ამოტივტივდება.

6. გოგრა

ბებიების ნაცადი მეთოდი ასეთი გახლავთ: შეარჭეთ გოგრას ბასრი საგანი (მახათის მსგავსი) თუ რთულად შედის- მწიფეა, თუ იოლად – ესეიგი არა.

7. არაყი

მოათავსეთ მასში გათლილი კარტოფილი. თუ სითხე გავარდისფრდება, ესეიგი მასში ეთილის სპირტია.

8. პური

სახლის პირობებში რუხი პურის შესამოწმებლად არსებობს ერთი მარტივი მეთოდი: მცირე ნაწილაკებად დაფხვნილი პური უნდა ჩაყაროთ თბილ წყალში ( რომელიც ხელს ოდნავ წვავს) და დაელოდეთ 3-5 წუთი. თუ წყალი მუქად შეიფერა, ე.ი. შეღებილია.

 

 




გაზიარება:

კომენტარი

10 დაუჯერებელი იდეა სახლში ბავშვების თამაშისათვის!
10 დაუჯერებელი იდეა სახლში ბავშვების თამაშისათვის!

თუკი დაიღალეთ შვილის წუწუნით, რომ სკოლის/ბაღის დამთავრების შემდეგ სახლში საშინლად მოწყენილია - გაეცანით 10 არაჩვეულებრივ თამაშს, რომელიც შეგიძლიათ მათთვის მოამზადოთ ყოველგვარი ხარჯის გარეშე,...

Close