სხვადასხვა ქვეყნების განსხვავებული საუზმე

დილას ტრადიციულად ვიწყებთ საუზმით.  მაგრამ შესაძლოა ზოგჯერ დილემის  წინაშეც აღმოვჩნდეთ და დაგვებადოს კითხვა- რა მივირთვათ? ზოგი ამჯობინებს  ჩაის ბუტერბროდით, ზოგიერთი კი გიჟდება შემწვარ კვერცხზე ან მიუსლიზე. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ საუზმე ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მეცნიერების მტკიცებით დილა არის საუკეთესო დრო მდიდარი ნახშირწყლების მისაღებად.  ამიტომ, უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ რთული ნახშირწყლებით გაჯერებულ საკვებს, როგორიცაა: ფაფა, მიუსლი, უხეში, ცეხვილი პური … ისინი დიდი ხნით მოგცემთ სიმაძღრის გრძნობას და შეგინარჩუნებთ სისხლში შაქრის დონეს.

არ ჭამოთ შაქარი, თაფლი, მურაბა, კანფეტები. თუ მაინც ჭამთ „ცუდ“ ნახშირწყლებს, ეპიზოდურად მაინც  ნუ მიეძალებით ჭარბად. განაახლეთ პარკოსნების და სრულმარცვლოვანი პროდუქტების მიღება.

ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია აქვს საუზმესთან დაკავშირებით. მაგალითად აფრიკულ ქვეყნებში გამოიმუშავეს საკუთარი ჩვევები კვებასთან დაკავშირებით კოლონიური წარსულის გამო. კუნძულზე მდებარე ქვეყნები კი თევზეულს ანიჭებენ უპირატესობას.

Feme-მ  მოკლე კულინარიული მიმოხილვა გააკეთა და გაგიზიარებთ, თუ რას მიირთმევენ საუზმეზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

იაპონია: ტრდიციულ საუზმეში შედის წვნიანი, ორთქლზე მოხარშული ბრინჯი და თევზეული.

brea1

ჩინეთი: საუზმის ტრადიცია რეგიონების მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ძირითადი შემადგენელი ნაწილი გახლავთ “დიმსამი”, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობს პოპულარობით.3

ინდოეთი: აუცილებელი შემადგენელი ნაწილია უსაფუარო ცომისგან გამომცხვარი ორცხობილა, სახელწოდებით “იდლი”. ამ ქვეყნისთვის დამახასითებელია სანელებლები და საუზმე რამდენიმე თავისგან შედგება.

brea3

თურქეთი: ტრადიციული საუზმე შედგება: პური, ყველი, კარაქი, კვერცხი, ზეთისხილი, პომიდორი, კიტრი, მურაბისა და თაფლისგან. შესაძლოა სუფრაზე შეხვდეთ “სუჯუკს”- თურქულ ცხარე ძეხვს და თურქულ ჩაის.

brea4

ისრაელი: ამ ქვეყანაში საუზმეზე ხორცის გარდა ნებისმიერ რძის პროდუქტს შეხვდებით.

brea5

მაროკო: როგორც წესი, საუზმის შემადგენლობ ასეთია: თაფლი, ჯემი, ყველი და კარაქი.

brea7

იტალია: ძირითადად მათი დილა იწყება ფინჯანი ყავითა და ფუნთუშით.

brea8

საფრანგეთი: იტალიელების მსგავსად, ფრანგებიც მოკრძალებულ საუზმეს ამჯობინებენ, რომელიც შედგება ბინჯანი ყავისა და კრუასანისგან.

12

ბელგია: ამ ქვეყნის საუზმე ძალიან წააგავს ფრანგებისას, ალბათ ტერიტორიული განლაგების გამო. საფირმო ვაფლის ნაცვლად ისინი საუზმობენ პურითა და ჯემით, ან მარმელადითა და თხილის კარაქით.

brea10

აშშ: მათი ტიპიური საუზმე შედგება კვერცხი, ბლინი, ბეკონისა და ფაფისგან.

26

ინგლისი: ინგლისელების საუზმე საკმაოდ ცხიმიანი და მსუყეა. ის გულისხმობს კვერცხს, სოსისს, ბეკონს, ლობიოს და სოკოს.

11 (1)

ფილიპინები: ფუნთუშები “პანდესალის” სახელწოდებით, რომელიც შედგება ფქვილი, კვერცხი, საფუარი, შაქრისა და მარილისგან . მას ხშირად ყავასთან ან რძესთან ერთად მიირთმევენ. 

13

გერმანია: საუზმე რეგიონების მიხედვით განსხვავდება, ზოგი ამჯობინებს სხვადასხვა თხევად ყველს, ჯემს და პურს, ზოგი კი პაშტეტებს ან ხილს. 

brea23

პოლონეთი: გერმანულის  მსგავსად, პოლონური საუზმეც შედგება ფუნთუშებისა და მრავალფეროვანი მარილიანი თუ ტკბილი შეჭამანდისგან, როგორიცაა; ჯემი, მარმელადი, კარაქი და სხვა.

14

კორეა: ომლეტის რულეტები,რომელაც ამზადებენ ბოსტნეულისგნ ან ხორცისგან.

21




გაზიარება:

კომენტარი