სილამაზის 8 საიდუმლო სამეფო ოჯახის წევრებისგან

სამეფო ოჯახის წევრები მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი თავიდანვე სამეფო ოჯახში დაიბადნენ თუ მოგვიანებით გახდნენ მისი წევრები. მათი ფოტოები ტრიალებს ჟურნალ-გაზეთებში, ინტერნეტში, ტელევიზიით… ტილოზე იქმნება მათი პორტრეტები… ამიტომაც მნნიშვნელოვანია, რომ მუდმივად კარგ ფორმაში იყვნენ და მათი სილამაზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.

Feme გთავაზობთ სამეფო ოჯახების წარმომადგენელი რამდენიმე ქალბატონის სილამაზის საიდუმლოს.

მარია ანტუანეტა – საფრანგეთის დედოფლის სილამაზის საიდუმლო განსაკუთრებულ ნიღაბში იყო. 2 ჩაის კოვზი კონიაკი, 1/3 ჭიქა მშრალი რძის ფხვნილი, 1 კვერცხის ცილა და 1 ლიმონის წვენი. კონიაკი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ავიწროებს ფორებს, კვერცხი აუმჯობესებს კანის ქსოვილს, რძე წვავს ცხიმს, ხოლო ლიმონმჟავა აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს.

მარია ანტუანეტა

 

დედოფალი ელიზაბეთ I – მის ეპოქაში კოსმეტიკის გამოყენებისგან ხშირად თავს იკავებდნენ, რადგნ თვლიდნენ, რომ ის კარგ ენერგიას ბლოკავს. მოდური იყო ფერმკრთალი სახე და დედოფალიც მუდმივად ინარჩუნებდა სახის სიფერმკრთალეს, რათა დაეცვა “ქალწული დედოფლის” იმიჯი.  ის იყენებდა ტყვიის თეთრასა და ძმრის ნაზავს.

elizabet I

 

დედოფალი ვიქტორია – ბრიტანეთის მონარქი ხელთათმანების ცუდი სუნისგან თავდასაცავად მათ ვარდის ზეთისგან დამზადებულ სუნამოს აპკურებდა.

ვიქტორია

 

დედოფალი ელიზაბეთ II – ის ტუჩის საცხის დიდი მოყვარული გახლდათ. 1952 წელს კორონაციის ცერემონიალზე ის განსხვავებული წითელი ფერის ტუჩსაცხით “The Balmoral Lipstick”-ით წარსდგა საზოგადოების წინაშე და შემდეგაც ხშირად იყენებდა მას.

elizabet II

 

გრეის კელი – მონაკოს პრინცესა და მსახიობი დიდ ყურადღებას უთმობდა საკუთარ ხელებს და განსაკუთრებით უყვარდა ხელის კრემის გამოყენება. კელი ამბობდა, რომ ხელები არის სხეულის ის ნაწილი, რომელსაც პირველად ემჩნევა ადამიანის ასაკი.

გრეის კელი

 

პრინცესა დიანა – მისი ვიჟაზისტის თქმით, პრინცესას მოეწონა ცისფერი თვალის ფანქრის იდეა. მან ასევე უარი თქვა დალევაზე კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, ის არასდროს გამოდიოდა საზოგადოებაში მაკიაჟის გარეშე.

princesa diana

 

ქეით მიდლტონი – კემბრიჯის ჰერცოგინიას სილამაზის რამდენიმე საიდუმლო აქვს. თუმცა ერთ-ერთი მათგანის პოვნა ჩვეულებრივ აფთიაქშიც შესაძლებელია. ესაა დამატენიანებელი კრემი Nivea Soft. მიდლტონის თქმით, ის ნაოჭებს ებრძვის ასკილის ზეთით.

ქეით მიდლტონი

 

პრინცესა მარი – 18 წლის ბერძენმა პრინცესამ საკუთარი კარგი სურნელის საიდუმლო გამხილა. მისი თქმით, არ იპკურებს სუნამოს და პრინცესას  სურნელი Philosophy კრემის დამსახურებაა.

პრინცესა მარი

 




გაზიარება:

კომენტარი

ტაბუ სექსში: ანუ რაზეც ღიად არავინ საუბრობს
ტაბუ სექსის თემატიკაზე: ანუ რაზეც ღიად არავინ საუბრობს

სექსი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია! პარტნიორი, რომელიც გყავს და გიყვარს, მასთან სექსი მთელი ხელოვნებაა.. და მაინც არსებობს საკითხები, რომლებზეც ღიად არ...

Close