სააღდგომო პასკის რეცეპტი

პასკა-ეს არის ის, რის გარეშეც წარმოუდგენელია სააღდგომო დღესასწაული. დიასახლისებისთვის ერთგვარი ტრადიციაც კი არის მისი სახლში გამოცხობა.

ბევრი მიიჩნევს,რომ ბევრად  უფრო გემრიელი გამოვა თუკი მას სახლში დავამზადებთ. ასეც არის, მათ ხომ ჩვენთვის საყვარელი ადამიანებისთვის ვამზადებთ.

Feme ზრუნავს თქვენს სააღდგომო განწყობაზე და გთავაზობთ პასკის გამოცხობის რამდენიმე მარტივ რეცეპტს!

  1. ინგრედიენტები:

რძე- 0,5ლ

კვერცხი- 5 ცალი (მოზრდილი ზომის)

საფუარი  (მშრალი)- 12 გრ

ნაღების კარაქი- 200 გრ.

შაქარი- 300 გრ

ვანილი-  1 ცალი

ფქვილი-  1-1,3 კგ

მარილი- 0,5  ჩ.კ.

ჯავზი  (იგივე მუსკატი)- 0,5 ჩ.კ

თეთრი მინანქარი- 2ც.

ქიშმიში- 0,5 ჩ.ჭ.

შაქრის პუდრა- 100- 120გრ.

(მოსაყრელად ფერადი ფანტელი- გემოვნებით)

            მომზასების წესი:

  • რძე გავაცხელოთ  30-40 გრადუსზე,  შევურიოთ საფუარი, დავამატოთ სუფრის კოვზით შაქარი,  0,5კგ. ფქვილი. ავურიოთ, უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი მასა.

ჯამს გადავაფაროთ  სამზარეულოს ხელსახოცი და დავტოვოტ თბილ ადგილას ნახევარი საათის განმავლობაში. მასა გაიზრდება და გაორმაგდება.

  • მაცივრიდან გამოვიღოთ ნაღების კარაქი და დავტოვოთ სითბოში დასარბილებლად.
  • კვერცხის გულები გამოვაცალკევოთ ცილისგან, ვთქვიფავთ გულებს შაქართან და მარილთან ერთად და ვამატებთ  დარბილებულ ნაღების კარაქს.
  • ცალკე ჯამში ვთქვიფავთ ცილას და  ვურევთ ძირითად მასას.
  • ვამატებთ ქიშმიშს, ჯავზს და ისევ ვურევთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.
  • ძირითად მასას ვამატებთ დარჩენილ  ფქვილს და  ვზელთ ცომს.  ცომი უნდა იყოს საშუალო სიმყარის, არც ძალიან მაგარი და არც ძალიან რბილი. ვტოვებთ ცომს 1 საათით,რათა ამოვიდეს.
  • ამასობაში ვამზადებთ ყალიბებს პასკისთვის (თანამედროვე პირობებში შეგვიძლია შევიძინოთ მზა ყალიბები), ვჭრით ცომს და ვათავსებთ ყალიბში. ცომმა ყალიბის მესამედი ნაწილი უნდა შეავსოს მხოლოდ. ვაცდით 10 წუთს რათა ცომი ყალიბში ამოვიდეს, შეგვიძლია სითბოს შესანარჩუნებლად სამზარეულოს ხელსახოცი გადავაფაროთ. ვაცხელებთ  ღუმელს 180 გრადუსამდე და ვდებთ ყალიბში გამზადებულ ცომს გამოსაცხობად.
  • ტემპერატურა უნდა იყოს 180 გრადუსი, გამოცხობის დრო 35-40 წთ.
  • ცილისგან და შაქრის პუდრასგან ვამზადებთ მინანქარს, ჯერ კიდევ ცხელ პასკებს ვასხამთ თავზე და შემდეგ ფერადი ფანტელებით შეგიძლიათ მორთოთ თქვენი გემოვნების მიხედვით.paska

P.S. გასათვალისწინებელი აუცილებლობაა  ცხობის მანძილზე ოდნავ მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება ოთახში.

 




გაზიარება:

კომენტარი

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებს ჰყავდეთ დედმამიშვილი?
რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებს ჰყავდეთ დედმამიშვილი?

მწერალი Jeffrey Kluger-ი წიგნში “The Sibling Effect” გვიხსნის, რომ დედმამიშვილური ურთიერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი ადამიანს შეიძლება სიცოცხლეში გააჩნდეს....

Close