ის, რაც აქამდე არ იცოდით- საყოფაცხოვრებო ნივთების ვარგისიანობის ვადა

საკვები პროდუქტის შეძენისას,  ჩვენ ხშირად ვაკვირდებით წარმოების თარიღსა და ვადას. თუმცა არსებობს უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი, რომლის ვადების ჩვენ არაფერი ვიცით , რაც ჩვენი  ყურადღების  მიღმა რჩება.

პორტალი Bright Side – გვთავაზობს ნივთების იმ  ჩამონათვალს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით უნდა გამოვცვალოთ.

სავარცხელი – 1 წელი

როგორც აღმოჩნდა, სავარცხელი  სულ მცირე, კვირაში ერთხელ უნდა გავრეცხოთ და მინიმუმ წელიწადში ერთხელ გამოვცვალოთ.

ბალიშებივარგისიანობის ვადა 2-3 წელი

იმის მიუხედავად,  თუ რა მასალით არის დამზადებული ბალიში, 2-3 წლის შემდეგ მტვრის ბუდედ იქცევა და შესაძლოა, დეფორმაციის გამო კისერიც გატკინოთ.

ოთახის ჩუსტები – 6 თვე

ოთახის ჩუსტები სოკოვანი დაავადების გადამტანი საშუალებაა.  6 თვის მანძილზე ის  რაც შეიძლება ხშირად უნდა რეცხოთ.

შხაპის ღრუბელივარგისიანობის ვადა 2 კვირა

აბაზანის ღრუბელი და ჯაგრისები, ასევე  უამრავი ბაქტერიის გადამტანია და ამიტომ  ხშირად უნდა ვცვალოთ.

პირსახოცი ვადა 1-3 წელი

სველი და ნესტიანი პირსახოცები იდეალური ბუდეა სხვადასხვა ბაქტერიისთვის, რომლის  პრობლემას ხშირი რეცხვითაც კი ვერ მოაგვარებთ.

კბილის ჯაგრისი  – 3 თვე

კბილის ჯაგრისი მაშინაც კი უნდა გამოვცვალოთ, თუ გრიპით, ან სხვა აირწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებისგან განვიკურნებით, რომ ვირუსი ხელახლა არ შეგვიბრუნდეს.

სარბენად  განკუთვნილი  ბოტასი– 1 წელი

მაქსიმუმ 450 კმ-ს გარბენის შემდეგ ბოტასები ამორტიზაციას კარგავს, ამან კი  შესაძლოა ჯანმრთელობის  პრობლემები შეგიქმნათ.

ბიუსჰალტერი – 1-2 წელი

მაშინვე, როგორც კი ბიუსჰალტერი ფორმას დაკარგავს, უფრო დიდი გახდება ზომაში, ან უფრო პატარა, ნაკლებად ელასტიური იქნება, დაუნანებლად გადააგდეთ და შეიძინეთ ახალი.




გაზიარება:

კომენტარი

როგორ დავალევინოთ ჩვილს წამალი

ექვს თვემდე ასაკის ჩვილისთვის წამლის მიცემამდე ყველა საჭირო საგანი მდუღარე წყალში გაასტერილეთ. თუ ბავშვი ჯერ ვერ ჯდება, ისე დაიჭირეთ, როგორც...

Close