ის, რაც აქამდე არ იცოდით – სახიფათო გარდერობის შესახებ

როცა სახლიდან გასასვლელად ვემზადებით, ძირითადად ვფიქრობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება ლამაზად და მოდურად გამოვიყურებოდეთ. არც კი ვუფიქრდებით, თუ  რამდენად სასარგებლოა ესა თუ ის ნივთი ჯანმრთელობისთვის.

არსებობს უამრავი  ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარი, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს.

ამიტომაც მოერიდეთ  მათ ხშირად ტარებას, რადგან სილამაზე ყოველთვის არ მოითხოვს „მსხვერპლს“!

  1. ვიწრო ჯინსი

ვიწრო ჯინსში შეიძლება კარგად გამოიყურები, მაგრამ მისი ხშირად  ტარება იწვევს მუცლის ტკივილს და შებერვას. ექიმები ამბობენ, რომ ვიწრო ჯინსმა, შესაძლოა, რამდენიმე ტიპის ინფექციაც გამოიწვიოს. კარგია, რომ „ბოიფრენდ“ ჯინსები ისევ მოდურია!

  1. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

როდესაც ფიქრობ არაკომფორტულ სამოსზე,  შესაძლოა პირველად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაგახსენდეთ . მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა შეიძლება დააზიანოს კოჭები და სახსრები. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხშირი ტარება, იწვევს ფეხის კუნთების დასუსტებასა და ტკივილს. დროთა განმავლობაში, ეს ტკივილები გადადის თეძოებისა და ზურგის არეში.

  1. კორსეტი

წელის ფორმის დაყენება კორსეტის დახმარებით ახლაც მოდურია. დიდი ხნით კორსეტის ტარება ადუნებს მუცლის კუნთებს. ასევე შეიძლება იგრძნო ტკივილები სუნთქვის დროს. არ არსებობს მტკიცებულება, რომ უბრალო კორსეტი ამცირებს გარშემოწერილობას, ამიტომ ჯობია ივარჯიშო და ბუნებრივად ლამაზი წელი ამ გზით მიიღო.

  1. მძიმე სყურეები

მძიმე საყურე აზიანებს ყურის ბიბილოს – კარგავს ფორმას და თხელდება. თუ საყურე იაფფასიანი მეტალისგანაა დამზადებული, შეიძლება ალერგიული რეაქციაც კი გამოიწვიოს.

  1. დაბალძირიანი ფეხსაცმელები

შეიძლება იფიქრო, რომ ჯანმრთელობისათვის უკეთესია, გეცვას დაბალძირიანი ფეხსაცმელი ვიდრე მაღალქუსლიანი, თუმცა ორივეს ერთნაირი ზიანი მოაქვს. უქუსლო ფეხსაცმელებს არა აქვს შემამსუბუქებელი ფეხის საბჯენი, რაც იწვევს ქუსლების ტკივილს. საბედნიეროდ, ბოტასები ყოველთვის მოდურია და შეგიძლია, სპორტული სტილის მონატრება მის ხარჯზეც აინაზღაურო.

  1. ტანგა”

რთულია წარმოიდგინო, რომ საცვალი შეიძლება საშიში აღმოჩნდეს. ყოველდღიურად “ტანგის” ხმარება ნამდვილად საზიანოა მათთვის, ვინც მიდრეკილია ვაგინალური ინფექციებისკენ. უმეტესწილად ასეთი საცვალი არ არის ბამბის, რის გამოც შეხების წერტილებში ღიზიანდება კანი და იოლად აღწევენ ბაქტერიები.

  1. მძიმე ჩანთა

დიდი ზომის ჩანთა ძალიან მოსახერხებელია, თუ ბევრი ნივთის ტარება გიწევს. თუმცა ის ასევე ძალიან საზიანოა შენი სხეულისთვის. ერთი ბეჭით მძიმე ტვირთის ტარებამ შეიძლება დასწიოს ცალი მხარი და გამოიწვიოს კუნთების ტკივილი.




გაზიარება:

კომენტარი

საუკეთესო ასაკი ბავშვის ყოლისთვის: პასუხი გაგაოცებთ!
საუკეთესო ასაკი ბავშვის ყოლისთვის: პასუხი გაგაოცებთ!

Gallup Poll-მა გამოკითხვა ჩაატარა ქალებში და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებშიც. მათ ერთი კითხვა დასვეს: რომელია საუკეთესო ასაკი ბავშვის ყოლისთვის? ქალთა უმეტესობამ...

Close