რა არის აუტიზმი?

 აუტიზმი არის ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევა რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის  ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს.  ბავშვი ვერ ახერხებს სწორად აღიქვას ის რაც  ესმის, ხედავს ან შეიგრძნობს. შესაბამისად მას უვითარდება წარმოსახვის პრობლემები, უჩვეულო, მკაცრად შეზღუდული მოქმედებები და ინტერესები.

აუტიზმის სიმპტომები  თავს იჩენს პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მას მთელი ცხოვრების მანძილზე.  18 თვის ან 2 წლის ასაკში ბავშვი ვერ აღწევს ჩვეულებრივი განვითარების დონეს.  მშობელსა და ბავშვს შორის ნორმალური ურთიერთობა ირღვევა.  აუტისტი ბავშვები გაურბიან პირდაპირ მზერას და მათი მეტყველება გაურკვეველია.

გამოხატვის ხარისხის მიხედვით აუტიზმი მრავალნაირია.  ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს განმეორებადი, უჩვეულო, თვითსაზიანო და აგრესიული ქცევა.  ასეთი ქცევა დიდხანს გრძელდება და მისი შეცვლა ძალიან რთულია.  ყველაზე სუსტი ფორმა გავს პიროვნულ დარღვევებს, რომელიც დაკავშირებულია სწავლის უნარის დაქვეითებასთან.

აუტისტ ბავშვებს იშვიათად შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრება, ძლიერი თერაპიული ინტერვენციის, მშობლის ზრუნვისა და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის და წამლების გარეშე.

აუტიზმის დამახასიათებელი ნიშნების სირთულის ხარისხი განსხვავებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ჩვეულებრივ მოიცავს:  მეტყველების, გონებრივი განვითარების, საზოგადოებრივი ქცევის და ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემებს.




გაზიარება:

კომენტარი

20 ქალი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ქალის როლი კაცობრიობის ცივილიზების განვითარებაში, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც მამაკაცის. ისტორიაში უამრავი ქალია, რომელმაც თავისი გამოგონებითა თუ გმირული საქციელით ადამიანების ცხოვრება...

Close