ქალებზე ამბობენ – გიორგი კეკელიძე

არ არსებობს იმაზე რთული დავალება, ვიდრე ქალებზე წერა. საკუთარ თავზე წერაზე რთულია. ეს იმ კარგ და ავ დღეებზე წერაა, რომელზეც შენი ცხოვრება კიდია წარსულის კარადაში და არ გინდა კარი შეაღო. თუ მაინცდამიანც ასოციაციებია: ქალი გულისხმობს ძებნას, ინტერესს, გაოცებას, წასვლას, იშვიათად დაბრუნებას, კიდევ უფრო იშვიათად – არ წასვლას.
ხან სვამენ კითხვას: რა სურთ ქალებს? უაზრო კითხვა მგონია. ქალებს სურთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და სხვა სიკეთეები, როგორც კაცებს.
აი, რა გამოარჩევთ ქალებს? ამ კითხვაზე პასუხი კი სრულიად ინდივიდუალურია და დაესმის კონტრ-კითხვა: რომელ ქალს? თუ მიმითითებთ, ვეცდები გიპასუხოთ.
გიორგი კეკელიძე
მწერალი
სპეციალურად Feme-სთვის



გაზიარება:

კომენტარი

რომელი საკვები არ უნდა შევინახოთ მაცივარში!
რომელი საკვები არ უნდა შევინახოთ მაცივარში!

მაცივარი რომ საკვების შესანახადაა მოგონილი ეს ყველამ ვიცით, მაგრამ არსებობს საკვები, რომლის მაცივარში შენახვაც არ შეიძლება გარკვეული მიზეზების გამო. გაეცანით...

Close