გამოიძახე დამხმარე დიასახლისი მობილური ტელეფონით!

ყველა ქალბატონს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უფიქრია ჰყოლოდა ადამიანი გვერდით, რომელიც საოჯახო საქმეს მის ნაცვლად გააკეთებდა.

ასე მაგალითად მაშინ, როცა სამსახურიდან დაღლილი მოდიხარ და  სახლი დასალაგებელი გაქვს.
ასეა მაშნაც, როცა შაბათს, ან კვირას ისვენებ და თავს უფლებას აძლევ ცოტა გვიან ადგე. ვიდრე საწოლიდან წამოდგებოდე, ფიქრობ, ნეტავ მოვიდეს ვინმე და შენს ნაცვლად მოწმენდდეს იატაკს, გადაწმენდდეს მტვერს..
სადღესასწაულოდ დააწკრიალებდეს ადგილს, სადაც სტუმრები უნდა მიიღო და უამრავი სხვა რამ.

ასეთი დაკავებული ადამიანების სურვილებიც ხდება!
სუფთა სამყარომ ინოვაციური სიახლე შექმნა! ამიერიდან მომხმარებელს ეძლევა საშუალება გამოიძახოს დამხმარე დიასახლისი საკუთარი სმარტფონით.

გესაჭიროებათ სახლის დალაგება?
შეავსეთ აპლიკაცია, და დაუთმეთ დრო საკუთარ თავს!
აპლიკაციის ძირითადი სერვისებია:

დასუფთავება, დალაგება და ავეჯის ქიმიური წმენდა.

მობილური აპლიკაციის გამოყენება ძალიან მარტივია.
ავტორიზაციის გავლის შემდეგ, კალენდარში უთითებთ თუ როდის გსურთ მომსახურების მიღება, შემდეგ ირჩევთ მომსახურებას, იქვე განახორციელებთ გადახდას და დაელოდებით სუფთა სამყაროს დიასახლისს.დასუფთავების მომსახურება დაყოფილია 3 ნაწილად:
1. დასუფთავება ხსნარების გარეშე,
2. დასუფთავება ხსნარებითა და ინვენტარით,
3. VIP დასუფთავება.დასასუფთავებელი ფართი არ უნდა აღემატებოდეს 80 კვ. მეტრს.
სერვისში შედის:
 იატაკის მოგვა/მორეცხვა/მტვერსასრუტით დასუფთავება
 ავეჯიდან მტვრის გადაწმენდა
 სველი წერტილების გახეხვა
 სამზარეულოს ზედაპირების დასუფთავება
 ფანჯრების დაწმენდა (თუ მიუდგომელი ადგილი არ არის)

VIP დასუფთავების დროს ზემოთ ჩამოთვლილი სერვისის გარდა გამოიყენება ორთქლის სპეციალური აპარატი სველი წერტილებისა და სამზარეულოს გასაწმენდად.

დამხმარე დიასახლისის პროექტში ჩართული ქალბატონების სამუშაო საათები განისაზღვრება 8 საათით – ერთ საათიანი შესვენებით.

ყველა განსხვავებული შემთხვევები კი ინდივიდუალურად განიხილება.

გადმოწერეთ ანდროიდიდან:
https://play.google.com/store/apps/details?id=ge.above.damkhmarediasakhlisi

გადმოწერეთ იოსიდან:

https://itunes.apple.com/us/app/housekeepers/id1178569953?ls=1&mt=8




გაზიარება:

კომენტარი

საკვების ხელოვნება
მოდური ილუსტრაციები საკვები პროდუქტებით

რა შეიძლება გააკეთო საკვები პროდუქტებისგან? გემრიელი კერძი? თუ ნატურალური წვენები? ჰო, საკვები პროდუქტები სწორედ ამისთვისაა. თუმცა გააჩნია, ვის ხელში მოხვდება ეს...

Close