ფანქეიქი (ამერიკული ბლინები)

მსუბუქი, ტკბილი, გემრიელი ამერიკული ბლინები, რომელსაც ფანქეიქს (pancakes) უწოდებენ, არაჩვეულებრივად უხდება თაფლს და საუზმეზეც არაჩვეულებრივი არჩევანია. ამ რეცეპტით გამოგივათ 8-10 ფანქეიქი.

შემადგენლობა:

  • 2 ც კვერცხი
  • 50 გ შაქარი
  • 400 მლ კეფირი
  • ვანილიანი შაქარი
  • 1ჩ.კ სოდა+ ლიმონი წვენი ან 2ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • 2-3 ს.კ ზეთი ან გამდნარი კარაქი
  • 200 გრ ფქვილი

მომზადება:

  • ტაფა დადგით დაბალ ცეცხლზე გასახურებლად.
  • ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი , შეურიეთ კეფირი, ლიმონის წვენი და სოდა. დაამატეთ ცხიმი და  გაცრილი ფქვილი. მიიღებთ თხელ, კრემისებურ ცომს.
  • ამასობაში ტაფაც გაცხელდება. წაუსვით ცხიმი და დაასხით 2  ს.კ ცომი თითო ფანქეიქისთვის. ზომა თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.
  • გამოაცხვეთ მეორე მხრიდანაც.  მოასხით მურაბა, არაჟანი, თაფლი… არჩევანში შეზღუდული არ ხართ.



გაზიარება:

კომენტარი

ეს 60 წამიანი ვიდეო გეტყვით, გაკლიათ თუ არა ძილი
ეს 60 წამიანი ვიდეო გეტყვით, გაკლიათ თუ არა ძილი

თუ ყოველ დილით ხელჩართული ბრძოლა გაქვთ გამართული მაღვიძარასთან და ფინჯნობით ყავას სვამთ, რომ გამოფხიზლდეთ, მაშინ თქვენ ძილი გაკლიათ. ნახეთ ვიდეო...

Close