„დასალევი“ დიეტა

ალბათ მიხვდით, რომ „დასალევი“ დიეტა გულისხმობს საკვების ნაცვლად სასმელის მიღებას. სხვადასხვა ტიპის სასმელებიდან მიიღებთ იმდენ კალორიას, რამდენიც ორგანიზმს სჭირდება, მეტს არა. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი და უალკოჰოლო სასმელები და დაიკლოთ წონაში. ეს მეთოდი მეცნიერულად გამოკვლეული და დადასტურებულია.

მაშ ასე:

1. ცხიმმოხდილი რძე

ცხიმმოხდილი რძე

ცილის მაღალი შემცველობა შიმშილის გრძნობას დაგიკმაყოფილებთ და თავს დანაყრებულად იგრძნობთ. სასურველია დალიოთ ჭიქანახევარი მაინც.

2. წყალი

წყალი

ყოველი კვების წინ „ჩაიცალეთ“ 2 ჭიქა წყალი. თავს უფრო „სავსედ“ იგრძნობთ და ნაკლებსაც მიირთმევთ.

3. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი

სავსეა ანტიოქსიდებით, რაც თქვენს ორგანიზმში სწრაფ ნივთიერებათა ცვლას იწვევს და ასევე წვავს მუცლის ცხიმს.

4. იოგურტი – ბანანი – ფორთოხალი

იოგურტი - ბანანი - ფორთოხალი

დააბლენდერეთ ბანანი ნახევარ ჭიქა ფორთოხლის წვენთან და იოგურტთან ერთად. ამ სასმელში კალიუმის მაღალი შემცველობა ცხიმების დაწვასთან ერთად თქვენი წელის ლამაზ გარშემოწერილობაზეც იზრუნებს.

5. ყავა

ყავა

კოფეინი აქვეითებს მადას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ასევე გავსებთ ენერგიით, რაც ნიშნავს მეტ აქტიურობას – კალორიების წვას.

6. თბილი წვნიანი

თბილი წვნიანი

სხვადასხვა ტიპის წვნიანი და ბულიონი ნაკლები კალორიებით დაგტვირთავთ და რაც მთავარია დაგანაყრებთ.

7. გაზიანი წყალი

გაზიანი წყალი

ბუშტუკები თქვენს მუცელში ერთგვარ სივრცეს ქმნის, რის შემდეგაც ნაკლებად გიჩნდებათ ჭამის სურვილი.

წარმატებას გისურვებთ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში!




გაზიარება:

კომენტარი

15 იდეა სამზარეულოს გასაფორმებლად

ჩვენი დილა საუზმით იწყება, ტრადიციულად - სამზარეულოში.  აქ ჩვენ  ვამზადებთ გემრიელ კერძებს  ძვირფასი ადამიანებისთვის და ვახშმისას ვუზიარებთ ერთმანეთს სიახლეებს. ამიტომ უცილებელია,...

Close