ცელულიტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

ფაქტი ასეთია: თქვენ ცელულიტი გაქვთ და არ იცით როგორ მოიშოროთ? განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამთ ამ ფაქტს ზაფხულში და განსაკუთრებით ცუდია, როცა ეს „თავხედი „  ცელულიტი ფეხებზე გამოჩნდება.. ჰო, ახლა რაღაც უნდა იღონოთ. ომი უნდა გამოუცხადოთ თქვენი სილამაზის ნამდვილ მტერს!

შეგიძლიათ შეირბინოთ სილამაზის სალონში, გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, შეიმოწმოთ ნივთიერებათა ცვლა. ასეთი მიდგომა პრობლემისადმი, ნამდვილად ჭკვიანური და ეფექტურია. თუმცა, შეგიძლიათ თქვენ თითონ იცოდეთ რაღაცები, რომ მაშინვე შეუდგეთ საქმეს და არ დაკარგოთ დრო.

რა იწვევს ცელულიტს?

ტექნოლოგიების სამყაროში ყველა გადაეჩვია ფეხით სიარულს, გადაეჩვია კიბეების საფეხურებზე არბენას, რატომ უნდა შეიწუხო თავი, როცა სადარბაზოში, ან სამსახურში ძალიან მაგარი ლიფტი გაქვს?! სადაც ისეთი სარკეა, რომ მასში ჩახედვა ყოველ ჯერზე გსიამოვნებს. გარდა ამისა, ოფისებში კომპიუტერები გვაქვს, რა საჭიროა ოთახიდან ოთახში გასვლა? მისწერ ჩათში შენს კოლეგას და ეგ არის! ჰმ, წიგნებისთვის ბიბლიოთეკაში სირბილიც არ გჭირდება. პლანშეტს მოიმარჯვებ და ჰოპ, ჰოპ, რა წიგნიც გინდა, სქროლვით გადაავლებ თვალს.

თუ ავტომობილების რიცხვს თვალს გადაავლებთ, განსაკუთრებით საქართველოში და განსაკუთრებით პიკის საათებში, შეგექმნებათ წარმოდგენა, რომ ფეხებს უკვე აღარავინ იყენებს. აი, პირველი მიზეზი ცელულიტის გაჩენის.

ჰმ, ცხოვრების გიჟური ტემპი და გაუთავებელი პრობლემები, რომლის დროსაც ჩვენს ძვირფას ქალბატონებს ჭამა უნდებათ, ან პირიქით-საერთოდ უარს ამბობენ საჭმელზე-ეს კიდევ ერთი მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა. და ეს ყველაფერი როდია?! სტრესი იწვევს ჰორმონალურ დარღვევებსაც და სისიხლის მიმოქცევის ცვლასაც. მოკლედ, გამოდის რომ ცელულიტის გაჩენას უამრავი რამ იწვევს და მის გასაქრობად, მხოლოდ მოთმინება და შრომაა საჭირო. მხოლოდ ეს ორი ფაქტორი დაგეხმარება!

როგორ გააქროთ ცელულიტი ფეხებიდან?

პირველი: დღეგამოშვებით, აუცილებლად უნდა გაისეირნო, ან ირბინო 20-30 წუთის განმავლობაში, ასე მაგალითად, დრო მაქვს დანიშნული, რუსთაველის მეტროდან საშუალო ტემპით სიარულში ლესელიძის ქუჩის ბოლომდე დავდივარ ზუსტად 20-25 წუთში, შეგიძლიათ თქვენც სცადოთ, უბრალოდ გაისეირნოთ. გზად მოუსმინოთ მუსიკას. უმარავ ნაცნობსაც გადაეყრებით, ახალ ამბებს გაიგებთ.

მასაჟი, მასკა და სკრაბები

დავიწყოთ საკუთარი ფეხის კანის მოვლა. გავიკეთოთ მასაჟი კვირაში 2-3-ჯერ, შეგვიძლია თაფლით. წაისვით თაფლი ბარძაყების მიდამოებში, სადაც ცელულიტს შენიშნავთ და თითების ნელი მოძრაობით ატრიალეთ აღნიშნულ ადგილას. სასურველია 6-7 მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნივ და შემდეგ პირიქით.

ასევე შეგიძლიათ გაიკეთოთ სკრაბი ყავისგან. თურქული ყავის ნალექი, შეგიძლიათ წაისვათ ფეხებზე და იგივე მოძრაობები გაიმეოროთ. შემდეგ ჩამოიბანოთ ნელ-თბილი წყლით. სკრაბის გაკეთება, შეგიძლიათ დღეგამოშვებით და არ დაიწყოთ რომ, ახლა დაღლილი ხართ, ან მოდი დღეს გადავდებ, ან დღეს ხომ დასვენების დღეა და მსგავსი მიზეზების მოფიქრება..

ცელულიტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

მიაქციეთ ყურადღება კვებას!

ცელულიტის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია არასწორი კვება. ბუტერბროდი და მაგარი ყავა, შემწვარი კარტოფილი ძილის წინ და ათასგვარი „სასუსნაო“ თქვენს სამუშაო მაგიდასთან უნდა გადახაზოთ, თანაც სასწრაფოდ! სჯობს ჭამოთ ვაშლი, მსხალი, დალიოთ წვენები და მიირთვათ ჯანსაღი პროდუქტი. ეს არამხოლოდ გაგათავისუფლებთ ცელულიტისგან, არამედ, ზედმეტ წონასაც მოგაშორებთ.

სვით რაც შეიძლება მეტი წყალი!

დალიეთ ბევრი წყალი. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა კანი მარტივად შრება. დღის განმავლობაში დაახლოებით 7-8 ჭიქა წყალი უნდა მიირთვათ. შეგიძლიათ მიაყოლოთ ვიტამინებიც. მოიკითხეთ აფთიაქებში. ვიტამინების კრებული უმჯობესია ექიმის დანიშნულებით მიიღოთ.

თუ ყველა ზემოთჩამოთვლილს შეასრულებთ დღეგამოშვებით, ან თუნდაც კვირაში სამჯერ, თქვენი ფეხები, არამხოლოდ ცელულიტისგან გათავისუფლდება, არამედ მოიშორებთ დაღლილობას, სიმძიმეს და საოცარ სისმუბუქეს იგრძნობთ.




გაზიარება:

კომენტარი

მერი ფელფს ჯაკობსი, ადამიანი, რომელმაც კორსეტი მოიხსნა და პირველი ბიუზჰალტერი შექმნა! 1914 წლის სამ სექტემბერს, ბიუზჰალტერის წარმოებასთან დაკავშირებით პირველი პატენტი გაიცა
ბიუზჰალტერი დღეს იუბილარია, იგი 100 წლის გახდა!

მერი ფელფს ჯაკობსი, ადამიანი, რომელმაც კორსეტი მოიხსნა და პირველი ბიუზჰალტერი შექმნა! 1914 წლის სამ სექტემბერს, ბიუზჰალტერის წარმოებასთან დაკავშირებით პირველი პატენტი...

Close