როგორი ბეჭედი შეიძლება შეარჩიო ქორწილისთვის?

ქორწილისთვის მზადება, უამრავ „თავსატეხთანაა“ დაკავშირებული. თუმცა ამ ყველაფრის უკან დგას ნამდვილი შეგრძნებები – სიხარული და ბედნიერება. შესაბამისად, ფიქრობ, რომ ყველა წინააღმდეგობას მარტივად დაძლევ!

ქორწილი ეს ისეთი რიტუალია, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრება და ის განსაკუთრებული უნდა იყოს, რა თქმა უნდა თუ ბევრჯერ გათხოვებას არ აპირებ 🙂

წყვილს უამრავი საქმე აქვს გასაკეთებელი, იმისთვის, რომ საკუთარი ქორწილი დაუვიწყარი გახადონ. ისინი ირჩევენ კაბას, თაიგულს, ადგილს, სადაც ქორწილი უნდა გადაიხადონ, ფოტოგრაფს და ა.შ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქორწინო ბეჭედი.

როგორი ბეჭედი შეიძლება შეარჩიო ქორწილისთვის?

ეს ჩვეულებრივი ნივთი არ არის. ის სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც სწორედ იმ თითზე უნდა გეკეთოს, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს..

ძველ ეგვიპტეში, როცა ცხედრებს ბალზამირებას უკეთებდნენ, მაშინ დაადგინეს, რომ არათითის ნერვული დაბოლოებები, პირდაპირ გულს უკავშირდება. სწორედ, ამიტომ, საქორწინო ბეჭედს არათითზე ატარებენ.

როგორი ბეჭედი შეიძლება შეარჩიო ქორწილისთვის?

ბოლო დროს მოდაშია თეთრი ოქრო, ასევე, რამდენიმე სხვადასხვა დანაყოფისგან შემდგარი ერთი ბეჭედი, ჩვეულებრივი რგოლი წარწერებით და სხვა…

როგორი ბეჭედი შეიძლება შეარჩიო ქორწილისთვის?

ერთი შეხედვით, საქოწილო ბეჭდების არჩევანი დიდია, მაგრამ უნდა დაფიქრდეთ, როგორი ბეჭდის ხილვას ისურვებდით, თქვენი საყვარელი ადამიანის თითზე?

ნიშნობისთვის ბეჭდის შესარჩევად, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მათი გემოვნება და მოსაზრება. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ნიშნობის ბეჭედი ბრილიანტის თვლებით იყოს გაწყობილი. მთავარია, რომ ის იყოს სადა და ნაზი. გასათვალისწინებელია ასევე თქვენი ფინანსური შესაძლებლობაც.

მთავარია, რომ ის სიყვარულით იყოს ნაყიდი და აუცილებლად ბედნიერების მომტანი იქნება!

როგორი ბეჭედი შეიძლება შეარჩიო ქორწილისთვის?




გაზიარება:

კომენტარი

უმარტივესი რამ,რაც შეგიძლია გააკეთო დილით წონაში დასაკლებად
უმარტივესი რამ, რაც შეგიძლია გააკეთო დილით წონაში დასაკლებად (არავითარი ვარჯიში)

უახლესი გამოკვლევების საფუძველზე ფეინბერგის სამედიცინო სკოლის თანამშრომლები გვარწმუნებენ, რომ დილის მზის აბაზანები ეფექტურად დაგვეხმარება ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში. მეცნიერებმა საშუალოდ 30...

Close