1 ივნისს ბავშვებს განახლებული “მზიური” -“მზის ფესტივალით”  უმასპინძლებს 

1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ნოდარ დუმბაძის მიერ დაარსებულ ბავშვთა ქალაქ “მზიურში” მოსულ დიდსა თუ პატარას “მზის ფესტივალი” მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში: კონცერტები, თეატრალური დადგმები, გამოფენები და კონკურსები გაიმართება. მოსულ სტუმრებს სხვადასხვა ზღაპრის გმირებთან ერთად ფესტივალის მთავარი გმირი – თოჯინამზე, ელოდებათ.

პროექტის მიზანი:

  • „მზიურმა“ შეინარჩუნოს ნოდარ დუმბაძის ბავშვთა ქალაქის იდეა.
  • სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის, ტყე-პარკის, საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება.
პროექტის ფარგლებშივე ამოქმედდება ამფითეატრი და სოციალური კაფე, რომელიც ძველი იერსახით შენარჩუნდება და თანამედროვე ელემენტებით დაიტვირთება.

ყოველწლიურად მზის ფესტივალის განხორციელებისათვის, მოხალისეები იკრიბებიან, რომელებიც მზადებას სიმბოლურად გაზაფხულის პირველი დღიდან იწყებენ. ფესტივალის ორგანიზებაში სხვადასხვა იდეებითა და ინიციატივებით ჩართვა, ყველა მსურველს შეუძლია.

მობრძანდით ,  ერთად გავატაროთ ზაფხულის პირველი დღე მზიურში!




გაზიარება:

კომენტარი

როგორ დავამზადოთ ულამაზესი კოპლებიანი ფარდა თითქმის უფასოდ
როგორ დავამზადოთ ულამაზესი კოპლებიანი ფარდა თითქმის უფასოდ

გინდა სტილი შესძინო თქვენი ბავშვის საძინებელს? ან სხვა იერსახე მისცეთ თქვენს სამზარეულოს ან აბაზანას? დაამზადეთ ქვემოთ მოყვანილი ულამაზესი კოპლებიანი ფარდები და...

Close