მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული 15 ჩანთა

XVIII საუკუნის დასაწყისიდან, როცა საფრანგეთში დაიწყო მოდის აყვავება ჩანთების მიმართულებით, მას რთავდნენ ძვირფასი ქვებითა და მაქმანებით. შემდეგ ჩანთის ფუნქცია დაიტვირთა და გახდა უფრო მეტი, ვიდრე პირადი ნივთების ტრანსპორტირების საგანი. დროთა განმავლობაში, ქალების ჩანთების პოპულარობა და პრესტიჟი უფრო და უფრო გაიზარდა. ძვირადღირებული და ცნობილი ბრენდების ნაწარმი იქმნება წარმოუდგენლად ძვირფასი დეტალებისგან, როგორიცაა იშვიათი მეტალი, ნიანგის ტყავი… ამკობენ ბრილიანტებითაც, რაც აისახება კიდეც ჩანთის ღირებულებაზე. სიახლის ძიებაში, ქალები ხშირად მზად არიან გადაიხადონ უზარმაზარი თანხა, რომ სასურველი ნივთი გახდეს მათი.

მაშ ასე,  Feme წარმოგიდგენთ მსოფლიოს ძვირადღირებულ ჩანთებს:

მე-15 ადგილი: Jackie Crocodile Shoulder Bag – ცნობილი იტალიური ბრენდის,  Gucci-ს ნამუშევარი, რომელიც ნიანგის ტყავისგანაა. გაფორმებულია სუფთა ოქროს დეტალებით და ჩანთის ფასი გახლავთ 32 ათასი დოლარი.

21

მე-14 ადგილი: Marc Jacob’s Carolyn Crocodile Bag– ეს ამერიკელი დიზაინერის  ერთ-ერთი პოპულარული ჩანთა გახლავთ, რომლის ფასი 38 ათას დოლარამდეა. არაჩვეულებრივი აქსესუარი შექმნილია ნიანგის ტყავისგან. მისი ვიზუალი ძალიან დახვეწილი და ელეგანტურია.

20

მე-13 ადგილი: Fendi Selleria bag – ვერცხლისფერი ლაკის ჩანთა, რომლის ტყავი დამუშავებულია  ხელით- ძველი მეთოდით. ეს არის საკმაოდ ტევადი მოდელი, რომელიც შეკვეთით მზადდება. დამკვეთის ინტერესების შესაბამისად შესაძლოა დაემატოს  ძვირფასი ბეწვი. მისი ფასი 38 000 დოლარია. აღნიშნულ ჩანთას უპირატესობას ანიჭებს ბიონსე და ვიქტორია ბექჰემი.

19

მე-12 ადგილი: Gadino Bag– ნორვეგიელი დიზაინერის, ხილდი პალადინოს ნამუშევარი. რომელიც წარმოდგენილია ნიანგის ტყავისგან, შემკობილია 39 უფერო ბრილიანტით და თეთრი ოქროს საკეტშია მოთავსებული. დიზაინერის ექსკლუზიური ქმნილების ფასია 38 470 დოლარი.

18

მე-11 ადგილი : Louis Vuitton Tribute Patchwork bag– ცნობილი ფრანგი დიზაინერის, Louis Vuitton-ის ნამუშევარი. წარმოგვიდგენს 15 სხვადასხვა ჩანთის ნაჭრისგან შექმნილ ვარიანტს, რომელიც საზაფხულო და დასასვენებელი კოლექციისთვის იყო შექმნილი. ეს თამამი ჩანაფიქრი თავიდანვე ყველამ არ მოიწონა, მაგრამ სკანდალური სიახლეების მოყვარულები აღფრთოვანებული დარჩნენ ამ სტილით. თავდაპირველად 24 მოდელი იქნა დამზადებული. 3 წელიწადში ყველა ჩანთა გაიყიდა- ფასი გახლდათ 45 000 დოლარი. ამ ჩანთის თაყვანისმცემელთა სიაში შედის  ცნობილი მომღერალი ბიონსე.

17

მე-10 ადგილი: Louis Vuitton New Age Traveler Backpack – ზურგჩანთა მოგზაურთათვის, შესრულებული ნიანგის ტყავში. მასალის არასტანდარტული შეხამება ქმნის არტ- ხელოვნების ნიმუშს. Louis Vuitton New Age Traveler Backpack-ის ფასი აღწევს 54 000 დოლარს.

16

მე-9 ადგილი: Hermes Black Crocodile Birkin Bag– ტევადი ჩანთა შავი ნიანგის ტყავისგან, თეთრი ფერის მაღალი ხარისხის ოქროს საკეტით- დაფარული 14 კარატიანი ბრილიანტებით. ნამუშევარი გაიყიდა ნიუ იორკის აუქციონზე 64 800 დოლარად.

15

მე-8 ადგილი: Shiny Violet Porosus Crocodile Birkin Bag –  Hermès-სგან- დიზაინერული ნამუშევარი მბზინავი ნიანგის ტყავისგანაა, იასამნისფერი, პალადიუმის საკეტით, ბოქლომით და გასაღებით, რომელიც შეფუთულია ტყავის შალითით. ბირკინის ეს ჩანთა ღირს 74 500 $.

Hermes Rules at Largest Luxury Accessories Auction Ever: $3.2 Million

მე-7 ადგილი: Leiber Precious Rose Bag– ორიგინალური ჩანთა, ვარდის ფორმის, რომელიც შემკულია 1016 უფერო- 42,56 კარატიანი ბრილიანტით. ჩანთა მხოლოდ 1 ეგზემპლარი შეიქმნა და ღირდა 92 000 დოლარი.

11

მე-6 ადგილი: Cleopatra Clutch – დახვეწილი აქსესუარი ცნობილი ბრენდის, Lana Marks-სგან. რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთ ეგზემპლარს უშვებს. ჩანთა შექმნილია ნიანგის ტყავისგან და დაფარულია ვერცხლისფერი მეტალის საფარით. 18 კარატიანი ოქროს საკეტით და მოფენილია 1500 შავი და თეთრი ბრილიანტებით. 2003 წელს ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალზე, ეს არაჩვეულებრივი Lana Marks-ის კლატჩი ამშვენებდა მსახიობ შარლიზ ტერონს. Cleopatra Clutch-ის ფასი გახლავთ 100 000 $.

9

მე-5 ადგილი: Urban Satchel Louis Vuitton Bag –ძალიან ექსტრავაგანტული ნამუშევარი, რომელიც “ქალაქის ნაგავით” შეიქმნა. მასში თავმოყრილია ისეთი ნივთები, როგორიცაა პლასტმასის ბოთლი, სიგარეტის კოლოფი, ჩაის კოლოფი, ბილეთები, პლასტიკის ჭიქები და სხვა… ვინ იფიქრებდა, რომ ლუი ვუტონის  ეს  არტ-კომპოზიცია ეღირებოდა 150 000 $.

6

მე-4 ადგილი: Lana Marks Cleopatra Clutch – ცნობილი ამირიკელი დიზაინერის ნამუშევარი თეთრ ნიანგის ტყავშია. კლატჩი წარმოადგენს ელეგანტურ აქსესუარს. 18 კარატიანი ყვითელი ოქროს საკეტით და უამრავი უფერო ბრილიანტით. 2007 წლის ოსკარის დაჯილდოვების ცერემონილის წითელ ხალიჩაზე, კლატჩი ამშვენებდა ცნობილ მსახიობს -ჰელენ მირენს. შეფასებულია 250 000 დოლარად.

4

მე-3 ადგილი: Chanel Diamond Forever classik bag – კლასიკური ჩანთა , შექმნილია უდიდესი მოდის სახლის მიერ ნიანგის ტყავისგან და მოფენილია 334 ბრილიანტით. საკეტი და სახელური 18 კარატიანი თეთრი ოქროთია. დამზადდა 13 ეგზემპლარი და მისი ფასია 261 000 დოლარი.

3

მე-2 ადგილი: Ginza Tanaka Platinum Handbag – იაპონელი დიზაინერის ნამუშევარს ანალოგი არ გააჩნია. ის ერთადერთი ეგზემპლარი არსებობს. სუფთა პლატინისგან, 2182 უფერო ბრილიანტითაა. გინზა ტანაკას მიერ შექმნილი ჩანთა უნიკალური იმითაც გახლავთ, რომ ბრილიანტის მოხსნა არის შესაძლებელი და ცალკეული სამკაულის სახით ტარება. მაგალითად სახელური შეგიძლიათ ატაროთ როგორც ყელსაბამი ან ბრასლეტი, ხოლო ცენტრში განთავსებული ქვა- კულონის ან გულსაბნევის სახით. 2008 წელს ჩანთა გაიყიდა 1,9 მილიონ დოლარად.

2

1 ადგილი: The Mouawad 1001 Nights Diamond Purse – მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის, Mouawad-ის მიერ შექმნილი ჩანთა 2010 წელს რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ძვირფასი ქალის ჩანთა და შეფასებულია 3,8 მილიონ დოლარად. გულის ფორმის აქსესუარი შეიქმნა ხელით, 18 კარატიანი ოქროთი და 4517 ბრილიანტით. ამ ნამუშევრის დასრულებას მოდის სახლმა მოანდომა 4 თვე და 1100 უწყვეტი სამუშაო დრო.

1

 

 




გაზიარება:

კომენტარი

კიმ კარდაშიანი Prada-სთვის გაშიშვლდა!

ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ ეშმაკი, არამედ კიმიც ატარებს პრადას! მერილ სტრიპის როლმა, თავის დროზე, ფილმში "ეშმაკი...

Close