7 წესი ბავშვებთან ერთად სასიამოვნო მოგზაურობისთვის

ბავშვებთან ერთად მოგზაურობა, მათი ასაკის მიუხედავად, ახალბედა მშობლებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. პირველ რიგში გაორმაგებული პასუხისმგებლობა და ასევე გაორმაგებული  სამოგზაურო ხარჯები პირველ ეტაპზე ახალგაზრდა მშობლებისთვის   უსიამოვნოც კია, მიუხედავად იმისა თუ მსოფლიოს რომელ წერტილში აპირებთ მოგზაურობას.

თუ თქვენ გადაწყვიტეთ  შვებულება შვილთან ერთად გაატაროთ, მაშინ მოგზაურობა, ეტაპობრივად უნდა დაგეგმოთ, რათა როგორც მშობელი მზად იყოთ ნებისმიერი რთული და დაუგეგმავი სიტუაციებისთვისაც კი.

არსებობს რამდენიმე რჩევა, რომლებიც გაგიადვილებენ  მოგზაურობის დაგეგმვას.

  1. შეამოწმეთ თქვენი და თქვენი შვილების პასპორტები:

თუ თქვენ თავად ბევრს მოგზაურობთ, ალბათ ჩვევაშიც გექნებათ საკუთარი პასპორტის გადამოწმება მოგზაურობის წინ, მაგრამ  თუ თქვენ დაგავიწყდებათ შვილის პასპორტის შემოწმება, ეს გაუთვალისწინებელი აუცილებლობა უკვე აეროპორტში ძალიან ძვირი დაგიჯდებათ.

ასე რომ,  დააფასეთ  დრო და გადაამოწმეთ პასპორტები წინასწარ!

  1. შეარჩიეთ ოჯახურ-მეგობრული სტილის სასტუმრო:

თუ თქვენ და თქვენს ქმარს გსურთ  შვებულება  გაატაროთ  იბიცის წვეულებებზე, ეს  არ  ნიშნავს იმას, რომ თქვენს შვილსაც იგივე სურს. გახსოვდეთ, რომ თქვენ ისვენებთ ბავშვთან ერთად, რაც იმას ნიშნავს,  რომ მათი  საჭიროებები უნდა იყოს თქვენთვის  პრიორიტეტი. შეარჩიეთ დასასვენებელი ადგილი იქ, სადაც ორივე- ბავშვიც და მშობლებიც იპოვით  გასართობს. დაგეგმეთ  საოჯახო აქტივობები, სადაც ოჯახის ყველა წევრი იქნება დაკავებული და იპოვეთ საერთო ინტერესები. დაეხმარეთ პატარებს, გაერთონ საყვარელი საქმიანობით.

  1. იქონიეთ რადიო ლოკატორი:

აეროპორტები და რკინიგზის სადგურები, ასევე პოპულარული ტურისტული  ადგილები ხშირად ხალხით არის გადატვირტული. ამგვარ ადგილებში მშობლები კარგავენ  ბავშვებს. თუ ფიქრობთ,რომ შეიძლება  დადგეთ ამ საშიშროების წინაშე, მაშინ იქონიეთ საბავშვო  რადიო ლოკატორი, რათა გააკონტროლოთ ბავშვის გადაადგილების წერტილი. ასევე არსებობს სასარგებლო  აპები მობილური ტელეფონებისთვის, რომლებიც  უზრუნველყოფენ თქვენი ბავშვის უსაფრთხო მოგზაურობას თქვენს გვერდით.

  1. მოერიდეთ მძიმე ბარგს:

როდესაც მოგზაურობთ მთელი ოჯახი, ძნელია თავიდან აიცილო მძიმე ბარგი, თუმცა საოჯახო ბარგის შეფუთვა არც ისეთი რთულია  როგორც ეს დედების უმრავლესობას ჰგონია. შეამოწმეთ ამინდი და გაიგეთ  თუ როგორი სტილის დასვენებას/აქტივობებს აპირებენ  ოჯახის წევრები, გაითვალისწინეთ დასვენების დგეების რაოდენობა და დააზუსტეთ, თუ სად აპირებთ ამ პერიოდში ცხოვრებას. სთხოვეთ თქვენს შვილებს აირჩიონ ნივთები, რომლებიც მათ უნდათ რომ თან ჰქონდეთ, შემდეგ თქვენ გადაწყვიტეთ რა არის საჭირო მათგან და რა არა. თუ თქვენი ოჯახი  რამდენიმე წევრისგან შედგება, სთხოვეთ ერთ-ერთ მათგანს შეადგინოს სია, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველას აზრი. ბოლოს შეაჯამეთ და ნახეთ რისი გადახაზვაა შესაძლებელი.

  1. ვეძებოთ საოჯახო ტიპის სასტუმროები:

ისევ და ისევ თუ თქვენი შვილი ვერ გრძნობს თავს კომფორტულად სასტუმროში, შეცვალეთ და  გადადით საოჯახო ტიპის, მეგობრული დამოკიდებულების მქონე სასტუმროში.

გახსოვდეთ, რაც თქვენს თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ, ის შესაძლოა ბავშვზე საპირისპიროდ  მოქმედებდეს. იპოვეთ საოჯახო ტიპის სასტუმრო, სადაც მაქსიმალურად კარგ პირობებს შემოგთავაზებენ.  შედეგები გაგაოცებთ თქვენც და ამავე დროს თქვენს საფულესაც.

  1. წაიღეთ მხოლოდ საჭირო ნივთები:

არ გჭირდებათ ძალიან ბევრი სათამაშოების და  ტკბილეულის  წაღება. შეგიძლიათ თავად  მოიგონოთ მათთან ერთად ახალი სათმაშო, აწარმოოთ სამოგზაურო დღიურები, წაიკითხოთ, მოუყვეთ ერთმანეთს ისტორიები, მიეცით ბავშვს საშუალება კამერით თავად გადაიღოს  მოგზაურობის განმავლობაში  ფოტოები და ოჯახთან ერთად დასვენების  საუკეთესო  წუთები აღბეჭდოს. საუკეთესო გასართობია ასევე სამაგიდო თამაშები.

  1. ჩაალაგეთ მცირე რაოდენობის პირველადი დახმარების ნაკრები:

რაც არ უნდა მოკლე ხანგრძლივობის იყოს თქვენი მოგზაურობა,  პირველადი დახმარების ნაკრები აუცილებლად გასათვალისწინებელია. თუ თქვენ არ იცით ზუსტად რა უნდა იქონიოთ თან  მოგზაურობის დროს,  გირჩევთ კონსულტაცია  გაიაროთ პედიატრთან, რადგან ყველა ბავშვი ინდივიდუალურია მედიკამენტებთან მიმართებაში.

მოგზაურობა პატარებთან ერთად  საინტერესოც და ამავე დროს ამაღელვებელია.  პირველი  საოჯახო მოგზაურობა შეიძლება არ იყოს საინტერესო, მაგრამ თუ თქვენ დაგეგმავთ მას სიფრთხილით, თქვენი ოჯახთან ერტად გატარებული დასვენების დღეები იქნება ყველაზე დასამახსოვრებელი. ჩართეთ პატარები სამოგზაურო სამზადისში და გვერწმუნეთ,  ისინი ბევრ საკითხში  გაგიწევენ დახმარებას.

Feme სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

where_to_travel_with_kids




გაზიარება:

კომენტარი

გემთაცვენა ამსტერდამში! ადგილი, სადაც ულამაზესი გემების ნახვა შეგიძლიათ!
გემთაცვენა ამსტერდამში! ადგილი, სადაც ულამაზესი გემების ნახვა შეგიძლიათ!

SAIL Amsterdam  ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა ნიდერლანდბში, რომლის დროსაც  უამრავი გემი თავს ერთად იყრის. თუ ამ დროს იქ მოხვდებით, თავი...

Close