7 მნიშვნელოვნი რამ, რაც უნდა გახსოვდეთ თქვენს 30+ ასაკში

როცა თქვენ  საუკეთესო 20+ ასაკში ხართ, ცხოვრება  ბევრად მარტივი და მხიარული გეჩვენებათ, მაგრამ ერთხელაც მიხვდებით, რომ  30+ ასაკში გადასვლისას, იწყებთ ცხოვრებას თქვენს ჩვევებთან, წარმატებასა და წარუმატებლობასთან, მიღწევებთან და ცოდნასთან…ამ პერიოდში თქვენ ხართ უფრო ჩამოყალიბებული, თავდაჯერებული, და შეგიძლიათ საკუთარი თავის კონტროლიც. მაგრამ, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გრძნობთ თავს სტაბილურად  თქვენს 30+  ასაკში, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენს თავს რაიმე ცუდი ხდება. Feme გაგიზიარებთ 7 რჩევას, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში არ იგრძნობთ თავს  დაკარგულად. 

  1. შეწყვიტეთ ძვირფასი დროის ოფისში კარგვა:

ადამიანები  ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მივაღწიოთ  კარიერულ მიზნებს და გამოვიმუშაოთ მეტი ფული. ასეთ დროს, ჩვენ ვაიგნორებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და რაც მთავარია ჯანმრთელობას. 30+ ასაკში ჩვენი პრიორიტეტი  აღარ უნდა იყოს სამსახური და ფული.

თუ თქვენ ისევ იმ დროს  და ენერგიას ხარჯავთ სამსახურში, როგორც ეს 20+ ასაკში იყო, დროა გააცნოებიეროთ, რომ ეს ახლა მიუღებელია.  მოახდინეთ ფოკუსირება  სახლზე, სურვილებზე და ჰობიზე, რადგან  ისედაც  ბევრია მოსასწრები 40+ ასაკამდე.

  1. თქვენ არ ხართ ბებერი!

ბებიები ამბობენ: “მე ვარ 65-ის მაგრამ თავს ვგრძნობ როგორც 16 წლის”- არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი წლის ხართ, თქვენ  ისევ  ახალგაზრდად გამოიყურებით როგორიც იყავით  20+ ასაკში. ეს არ არის თქვენი ცხოვრების დასასრული, მეტიც- ეს ახლის დასაწყისია.

დაისახე მიზნები და მიჰყევი მათ. გნებავთ ახალი ტატუ, გნებავთ  შემოუაროთ მსოფლიოს მარტომ ან ამოიჩემოთ  უჩვეულო ჰობი? -გააკეთე ეს!

გახსოვდეთ, რომ  ჩვენ მხოლოდ ერთხელ გვეძლევა ცხოვრების შანსი, მაშ გააკეთე  ის რაც შენს სულს სურს!

  1. ნუ აფორიაქდებით დაბადების დღის მოახლოვებასთან ერთად.

თუკი თქვენ  გადააბიჯეთ 31 ან 38-ს, გვერწმუნეთ ეს სხვას ნამდვილად არ ადარდებს. ჩათვალეთ, რომ ეს არის უბრალოდ შემდეგი დღე. წუხილი  ასაკის მატების გამო, მხოლოდ და მხოლოდ დროის ფუჭად ხარჯვაა.

მიირთვი ტორტი, იცეკვე და იმხიარულე შენი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. თქვენზეა დამოკიდებული ამ დღეს დეპრესიაში გაატარებთ თუ პირიქით… საკუთარ დაბადების დღეზე თქვენ ქმნით ამინდს. გვერწმუნეთ, თქვენ ისედაც ვერ  იგრძნობთ განსხვავებას 31-სა და 38-ს შორის.

  1. ჯანმრთელობა-სიმდიდრეა!

ახალგაზრდა ასაკში ადამიანები გულისხმიერად არ ვეკიდებით  ჯანმრთელობას. მივირთმევთ  იაფ საკვებს, დავდივართ წვეულებებზე, ვსვამთ ალკოჰოლს, ვმუშაობთ თავდაუზოგავად. საბოლოოდ ეს ცუდად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.

30+ საუკეთესო ასაკია  ყველაფრის შესაცვლელად და გამოსასწორებლად. იკვებეთ ჯანმრთელად, ივარჯიშეთ, იყავით ბუნებასთან ახლოს, დაუთმეთ დრო მედიტაციას და დარჩით ჰარმონიაში საკუთარ თავთან.

რაც უფრო მეტ ჯანმრთელ ჩვევას გამოიმუშავებთ 30+ ასაკში, მით უფრო ჯანმრთელები შეხვდებით 70+ ასაკს.

  1. დრამა არ ცვლის არასდროს არაფერს!

ჭორები ოფისში, დრამა მეგობრის ცხოვრებაში, პირად ურთიერთობებში, ოჯახში, ფინანსებში… დაარქვით მათ სახელი- არაფერს აქვს აზრი მოცემულ დროში.

მოახდინეთ კონცენტრირება საკუთარ თავზე და არა გარშემო არსებულ ამბებზე. თქვენ ხართ ბევრად ჭკვიანი და ბრძენი. გახსოვდეთ, რომ ამ სამყაროში თქვენთვის არის ადგილი, რათა აკეთოთ ბევრი სიკეთე, იყოთ ბენიერი და გააბედნიეროთ სხვა ადამიანებიც.

  1. გაჰყევით ოცნებებს!

ადამიანების უმრვლესობა  30+ ასაკში ფანტასტიურ შესაძლებლობას უშვებენ ხელიდან, აიხდინონ ოცნება, რადგან მათ არ სჯერათ საკუთარი თავის და ჰგონიათ, რომ ძალიან  დიდები არიან იმისათვის, რომ ცვლილებები შეიტანონ თავიანთ ცხოვრებაში. თქვენ გაღელვებთ სხვისი აზრი და ის თუ: “რას იტყვის სხვა”. საბოლოოდ ამბობთ უარს ყველაზე მთავარზე, ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობებზე.

მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ხართ 30+ არ ნიშნავს, რომ არ გაქვთ უფლება დაიცვათ თქვენი ოცნებები.

  1. სრულიად ნორმალურია, გრძნობდე თავს დაკარგულად!

არსებობს სტერეოტიპი, რომ 30+ ასაკში  ადამიანებმა იციან თუ რა სურთ ცხოვრებისგან. მათ აქვთ სახლი, მანქანები, ფული, ოჯახი, სასურველი სამუშაო ადგილი, ყველაფერი ის, რასაც ისინი მოინდომებენ. თუ მაინც თავს დაკარგულად გრძნობ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრება არ შედგა და უიღბლო ხართ.

მაშინაც კი, თუ თქვენ მარტო ხართ სახლში, შვილების გარეშე, უფულოდ—მიიღეთ  თქვენი ასაკი და ცხოვრებაც ისეთი  როგორიც ის არის.

თქვენი დრო აუცილებლად მოვა!

ძნელია გაუძლო სოციალურ წნეხს, როცა გადააბიჯებ 30-ს. კვლევების თანახმად 30+  ქალები და მამაკაცები იტანჯებიან დეპრესიით, არ მისცეთ თავს უფლება  დაიტანჯოთ იმის გამო, რომ არ ხართ ამ ეტაპზე წარმატებული. არასდროს შეადაროთ საკუთარი თავი სხვას! დროა საკუთარი ცხოვრებით იცხოვროთ და ისიამოვნოთ ყველა შანსით რაც მომავალში შეიძლება გაგიჩნდეთ!




გაზიარება:

კომენტარი

ორიგინალური საჩუქრის იდეები, გემოვნებიანი გურმანებისათვის
ორიგინალური საჩუქრის იდეები, გემოვნებიანი გურმანებისათვის

გემოვნებიან გურმან ადამიანებზე საჩუქრების ჩუქება ძალიან ადვილი საკითხია, იმიტომ რომ არსებობს უამრავი საჩუქარი რაც შეიძლება მათ ვაჩუქოთ მათ. იხილეთ რამოდენიმე...

Close