5 საკვები, რომელიც ზრდის სტრესს

სტრესი უფრო მეტია, ვიდრე განცდა იმისა, რომ თქვენ იმყოფებით  ემოციური, გონებრივი და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ. ეს არის ერთგვარი დაავადება, რომელიც მუდმივ პრევენციას  საჭიროებს და გასათვალისწინებელია კვების რაციონიც. არსებობს  პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ სტრესის გაზრდას და  პროდუქტები, რომლებიც გვეხმარებიან მის დაძლევაში. ჩვენი რჩევაა, რომ სტრესულ დღეებში გავაკონტროლოთ  საკვები პროდუქტები, რათა შევამციროთ სტრესის ზრდის ხარისხი.

ფიქრობთ, რომ ხშირად ექცევით სტრესის ქვეშ?  თუ ეს ასეა,  Feme გირჩევთ გადახედოთ თქვენი კვების რაციონს და გაგაცნობთ 5 პროდუქტს, რომლებიც სტრესულ დღეებში არ უნდა მივიღოთ.

  1. თეთრი პური და საკონდიტრო ნაწარმი

თეთრი პური და საკონდიტრო ნაწარმი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს  თეთრ ფქვილს, შაქარს, ნატრიუმს და სხვა ბევრ დანამატებს. მათი უარყოფითი გავლენა აისახება  არა მხოლოდ  ჩვენი  სხეულის ფორმებზე და წონაზე, არამედ უარყოფით კვალს ტოვებს ფსიქიკურ და ფიზიკურ   შესაძლებლობებზეც.

საკვები პროდუქტი, რომლებიც შეიცავენ თეთრ ფქვილს, დამატებით ძალისხმევას მოითხოვენ მომნელებელი ორგანოებისგან, რაც დამატებიტი სტრესია ორგანიზმისთვის. და მაინც, თუ გამომცხვარი პროდუქტის მიმართ დიდი სიყვარულის გამო არ შეგიძლიათ უარის თქმა, მაშინ გადაამოწმეთ, რომ  თქვენი საყვარელი ფუნთუშა,  ნაცვლად თეთრი ფქვილისა  დამზადებული იყოს ქოქოსის ან ნუშის ფქვილისგან.sweets-and-candy

  1. ტკბილი პროდუქტები

ნაყინი, რძიანი შოკოლადი, დონატები და სხვა ტკბილი საკვები აკმაყოფილებს თქვენს ძლიერ სურვილს, მაღლა სწევს განწყობასაც, მაგრამ ეს ძალიან მოკლე დროის მანძილზე! როდესაც თქვენ სტრესულ მდგომარეობაში ხართ, თქვენს ორგანიზმში  კორტიზოლის დონე იმატებს, კორტიზოლის მუდმივი მატება კი გამანადგურებელია ორგანიზმისთვის.  (კორტიზოლი სტეროიდული ჰორმონია, რომელიც წარმოიქმნება და გამოიყოფა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის მიერ)

ჩვენს ორგანიზმს გააჩია  თვითაღდგენის  მექანიზმი, ზრდის და ანელებს დაბერების პროცესს,  აქვს იმუნიტეტი  ებრძოლოს სხვადასხვა ვირუსულ  ინფეციებს და სიმსივნურ უჯრედებს. მუდმივი სტრესის ქვეშ მყოფ ადამიანებს კი ეს მექანიზმი და უნარი უქვეითდებათ და  დიდი რისკის ჯგუფში ინაცვლებენ, სადაც  აქტიურადაა ინსულტის, გულის დაავადებების და სიმსივნის  საშიშროება.

თუ თქვენ ძალიან გიყვართ ტკბილეული, ეცადეთ  მიიღოთ ცოტაოდენი შავი შოკოლადი და თხილის კარაქი.1362257965_1837_candy

  1. ჩაი, ყავა, კაკაო, ენერგეტიკული სასმელები

ჩაი, ყავა, კაკაო, ენერგეტიკული სასმელები- ესაა ჩამონათვალი, რომელსაც უნდა ერიდოთ სტრესულ დღეებში. ისინი გვეხმარებიან აღვიდგინოთ ენერგია, გავიუმჯობესოთ ხასიათი, თუმცა, ამავდროულად ისინი შეიცავენ დიდი  რაოდენობით  თეობრომინს, კოფეინს და სხვა ნეირო-სტიმულატორებს, რომლებიც ხელს უწყობენ საბოლოოდ სტრესის გაზრდას.

ნაცვლად ზემოთ ჩამოთვლილთაგან  გირჩევთ მიირთვათ თბილი ლიმნიანი წყალი,  ან მსუბუქი მცენარეული ჩაი შაქრის გარეშე. ეს ატენიანებს სხეულს და გეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში.drinks_729-620x349

  1. ცხარე საკვები

თუ თქვენ  მიდრეკილი ხართ სტრესისადმი, მაშინ თქვენი მომნელებელი სისტემა აუცილებლად გადასამოწმებელია. მომნელებელი სისტემის წესრიგში მოყვანა პირდაპირ აისახება  ადამიანის ხასიათსა და განწყობაზე. სტრესი ანელებს მეტაბოლიზმს, საკვები რჩება დიდი ხნით ორგანიზმში, რაც იწვევს რეფლუქსს, ცხარე საკვები კი თავის მხრივ აუარესებს ამ პროცესს.Spicy_Food_Chilli_620

სტრესის შესამცირებლად აუცილებელია, რომ მიიღოთ მეტი ხილი და ბოსტნეული, როგორიცაა ისპანახი, ფორთოხალი, ბანანი, ავოკადო, კომბოსტო და ბროკოლი.  ბოსტნეულის  წვნიანი ან სალათი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ეს არ გაზრდის არც სტრესს და არც წონას.Food-Fruits-and-Veggies-and-pasta-and-rice-with-cutting-board

  1. ნახევარფაბრიკატები

ნახევარფაბრიკატები ყველაზე დიდი  წყაროა ნატრიუმის, ხელოვნური დანამატების და საბოლოოდ წონაში მატების. მსგავსი პროდუქტიც ასევე მაღლა წევს კორტიზოლს და თქვენს სხეულს გადააქცევს ჯანსაღი მებრძოლის ნაცვლად სტრესისი ბუდედ. სტრესულ დღეებში  გაექეცით შეფუთულ პროდუქტს, რა ღირებულებისაც არ უნდა იყოს ის.polufabrikaty-vred-ili-polza

კარტოფილი ფრი, ალკოჰოლი, უშაქრო საღეჭი რეზინი, საქონლის ხორცი- განეკუთვნებიან ასევე  პროდუქტებს, რომლებიც ზრდიან სტრესს…

ძალიან ძნელია, ყველაფრისგან შორს დაიჭიროთ თავი და მართოთ თქვენი კვების რაციონი, თუმცა ამისათვის საკუთარი ორგანიზმი აუილებლად გვეტყვის მადლობას. თავს ავარიდებთ ზედმეტ წონას და რაც მთავარია- გავიხანგრძლივებთ სიცოცხლეს, რადგან სტრესი ჩვენთვის უცხო ჩვევად გადაიქცევა.

Feme ბედნიერ და მზიან  დღეებს გისურვეთ!




გაზიარება:

კომენტარი

Chanel-ის გაზაფხული-ზაფხულის ფერები

სულ ცოტა დარჩა გაზაფხულის მოსვლამდე, ჰოდა, ქალების უმეტესობა უკვე იწყებს სამზადისს მასთან შესახვედრად. Feme წარმოგიდგენთ, Chanel-ის გაზაფხული-ზაფხულის მოდის ტენდენციებს და დანარჩენი,...

Close