5 მიზეზი, რის გამოც ოცნებებს “წასვლის” უფლებას ვაძლევთ

ჩვენ ყველას გვაქვს  ოცნებები, მიზნები, მისწრაფებები, თუმცა დრო და დრო მათ  “წასვლის” უფლებას ვაძლევთ. იქნებ იმიტომ, რომ გვეშინია შეცდომების, ჩავარდნების, ჭორების და თამამი გადაწყვეტილებების, ან უბრალოდ არ გაგვაჩნია რწმენა და ნებისყოფა. ოცნებები კი მოდიან და მიდიან… ერთადერთი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, არის  მათი განხორციელება.

რეალურად, არსებობს მიზეზები, რის გამოც თქვენ აძლევთ უფლებას ოცნებებს წავიდნენ თქვენგან. ზოგი  ამ მიზეზთაგანი  მიგაჩნიათ იმდენად  ჩვეულებრივი, რომ უგულისყუროდაც კი  ეკიდებით. თქვენი ოცნება არის ერთგვარი პასუხისმგებლობა თქვენივე თავის წინაშე,  მათი განხორციელებაც თქვენზეა დამოკიდებული.

იფიქრეთ თქვენს სურვილებზე და გამორიცხეთ  გასამართლებელი მიზეზები, რომლებიც ძირითადად შემდეგი სახისაა :

  1. თქვენ უნდა გადაიხადოთ გადასახადები

ჩვენ ყველას გვიწევს გადასახადების გადახდა, ამავდროულად ვახერხებთ  ვაკეთოთ ის, რაც გვიყვარს და სახელმწიფოს ვალშიც არ ვრჩებით- სამსახურის ქონა 9 საათიდან 5- მდე  ძალიან კარგია, მაგრამ თუკი თქვენ არ გრძნობთ ამ სამსახურში თავს რეალიზებულად, ღირს კი  მსხვერპლად თავის შეწირვა იმისათვის, რომ იყიდოთ სახლი, გყავდეთ მანქანა ან სვათ ძვირადღირებული ღვინო?

არსებობს მრავალი გამოსავალი- შეიძლება იცხოვროთ თქვენი ოცნებების ფეხდაფეხ! გსურთ მოგზაურობა  მსფლიოს გარშემო?  მოძებნეთ სამსახური, რომელიც თქვენ გადაგიხდით  ხელფასს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში. გსურთ იყოთ მოცეკვავე? რას ელოდებით? მოცეკვავეებსაც აქვთ სოლიდური ანაზღაურება.

მოძებნეთ სამსახური თქვენი ოცნების და არა ხელფასის ოდენობის მიხედვით. ანაზღაურება გამოცდილებასთან ერთად  გზა და გზა გაიზრდება.

  1. არ ხართ გულწრფელი საკუთარი თავის წინაშე

არ გაექცეთ ოცნებებს თუ არ მოიყვანთ მათ სისრულეში დღეს. ამას  აუცილებლად ინანებთ ცხოვრების გზაზე!- ყველა სირთულეს აქვს გადაწყვეტის და გადაჭრის გზები. როცა აცნობიერებთ პრობლემას, თქვენ აგვარებთ მას და აგრძელებთ გზას. ანალოგიურად უნდა მოიქცეთ ოცნებასთან მიმართებაშიც. როცა გაქვთ ოცნება და გეგმა, თუ როგორ მიაღწიო მას, გადადით მოქმედებაზე! როცა ამბობთ, რომ არ გაქვთ ოცნება, თქვენ ატყუებთ  საკუთარ თავსაც და სხვასაც.

იყავით გულწრფელი საკუთარი თავის წინაშე, გადადგით პირველი ნაბიჯი და თქვენ ნახავთ, რომ გაჩერება შეუძლებელი გახდება.

  1. ხართ ძალიან დაკავებულები

ჩვენ არასდროს არ ვართ ისეთი დაკავებული, რომ  მივცეთ წასვლის უფლება ოცნებებს!- თქვენ ხომ გაქვთ დრო, რომ შეამოწმოთ საკუთარი ფეისბუქის კედელი, ატვირთოთ ინსტაგრამზე ფოტო- ასე არ არის?  იმისთვისაც კი მოძებნით დროს, რომ გაჭოროთ ოფისში ახალი თანამშრომელი გოგონა. რაც უფრო მალე განთავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან, მით უფრო მალე იპოვით გზებს იმისათვის, რომ ფრთები შეასხათ ოცნებებს.

პაწაწინა ოცნებას შეუძლია გადაიქცეს  თქვენი ცხოვრების გატაცებად და არავინ იცის როდის შეიძლება მოხდეს ეს, ასე რომ ნუ კარგავთ დროს წუწუნსა და გამართლებებში!

  1. თქვენ არ უსმენთ თქვენს გულს

ბედნიერი ადამიანები  ყოველთვის უსმენენ თავიანთ გულისთქმას. უმწეო ადამიანებს კი ჰგონიათ, რომ უნდა ენდონ მათივე გონების ხმას, რომელიც ურჩევს, არ აჰყვნენ გულს.

თუ თქვენ გინდათ იცხოვროთ სრულყოფილი ცხოვრებით, აჰყევით საკუთარ  გულს და არა გონებას- ეს გიჩვენებთ სწორ გზას.

მიზეზი იმისა, რომ თქვენგან თქვენი ოცნებები გარბიან, სწორედ გულისთქმის უგულებელყოფაა!

  1. თქვენთვის მნიშვნელოვანია სხვისი აზრი

ოცნების ფეხდაფეხ გაყოლა ერთგვარი  გამოწვევაა… აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვაგვარად, გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად  შეგიშლიან ხელს. მწერლებმა, მოცეკვავეებმა, მოგზაურობის სიყვარულით დაავადებულებმა კარგად იციან, თუ როგორი ძნელია მიზნის მიღწევა, როცა დანარჩენი სამყარო მათ წინააღმდეგაა.

პიროვნული სისუსტის გამო ბევრს არ შესწევს ბრძოლის ძალა.

დაიმახსოვრეთ, წარმატება  მხოლოდ იღბალის ხარჯზე არ მოდის. თავდაუზოგავად უნდა იშრომოთ მიზნის მიმართულებით. უპირველესი კი  რაც უნდა გააკეთოთ: უნდა შეეშვათ  სხვისი აზრების გათვალისწინებას!- თუ თქვენი ოცნება განიჭებთ სიამოვნებას, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს რას ფიქრობს სხვა!

მას შემდეგ, რაც განვიხილეთ ყველაზე გავრცელებული  გასამართლებელი მიზეზები, ვეცადოთ დავაღწიოთ მათ თავი. აედევნეთ თქვენს ოცნებებს და იცხოვრეთ ბედნიერად, დროა შეიცვალოთ!

დრო სწრაფად გადის და ასაკთან ერთად რთულია აჰყვე სასურველ ოცნებებს.

რატომ გარბიან ჩვენი ოცნებები? – დაუსვით ეს კითხვა საკუთარ თავს!




გაზიარება:

კომენტარი

“მიდი”- ქართულ ბაზარზე სახალისო ფრაზები გამოჩნდა

Tbilisi Flea Market-ი, (თბილისის „ძველმანების ბაზარი“)  იმართება დედა ენის ბაღში-  2 კვირაში ერთხელ,  სადაც ადამიანებს, განურჩევლად სქესის, ასაკისა და ეროვნებისა,...

Close