5 მიზეზი, რაც თქვენს სექსუალურ ცხოვრებას საფრთხეს უქმნის

მას შემდეგ, რაც წყვილს შორის ვნების პირველი ტალღა გაივლის, სექსუალური ლტოლვის შესანარჩუნებლად სხვადასხვა გარემოების გათვალისწინება ხდება აუცილებელი. ყოველდღიურმა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტებმა თუ ჩვევებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თქვენს სექსუალურ ცხოვრებას.

Feme  რამდენიმე ასეთ გარემოებაზე გაამახვილებს თქვენს ყურადღებას.

1. დიეტის დაცვა

დიეტა

თუ თქვენ ფორმაში ჩადგომა გსურთ, თქვენს სურვილს შესაძლოა არასასურველი გვერდითი ეფექტებიც მოჰყვეს. წონაში სწრაფად კლებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰორმონ პროლაქტინის დეფიციტი, რაც მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს თქვენს სექსუალურ აქტივობას. თქვენის სხეულის წონის 10%-ის სწრაფად დაკლების შემთხვევაში თქვენი სექსუალური ინტერესი მნიშვნელოვნად შეიძლება დაეცეს.

2. ქუსლიანი ფეხსაცმელი

ქუსლიანი ფეხსაცმელი

ქუსლიანი ფეხსაცმლით ქალი უფრო მიმზიდველი და სექსუალურია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მისი ყოველდღიურად ტარება გავლენას ახდენს ორგაზმზე. ამერიკელი გინეკოლოგი ედენ ფრომბერგი აცხადებს, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი სხეულს წინ სწევს, რაც მნიშვნელოვნად ცვლის კუნთების მუშაობას. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ორგაზმზე აისახება. ქალები, რომლებიც ყოველდღიურად ატარებენ ქუსლიან ფეხსაცმელს, ნაკლებ სიამოვნებას იღებენ სექსისგან.

3. სამაგიდე სამუშაო

სამაგიდე სამუშაო

მუდმივად მჯდომარე პოზიციაში ორგანიზმის ყოფნა, ასევე ახდენს უარყოფით გავლენას ორგაზმზე. იგივე ფრომბერგის მტკიცებით, ასეთ დროს ცუდად მიეწოდება სიგნალები რეპროდუქციულ ორგანოებს. სხეული საჭიროებს მუდმივ მოძრაობას, რათა გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა და ნერვული სიგნალების მიმოცვლ.

4. ტელევიზორის ყურება საძინებელში

საძინებელი

2006 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, წყვილებს, რომლებსაც საძინებელში ტელევიზორი აქვთ, ორჯერ ნაკლები სიხშირით აქვს სექსი, ვიდრე მათ, ვისაც ტელევიზორი არ აქვს. სექსის სიხშირეს განსაკუთრებით ამცირებს ძალადობრივი ფილმები და რეალითი შოუები. პროესორ ფრომბერგის ინფორმაციით, წყვილის ჯანსაღ სექსუალურ ურთიერთობას ქმნის ერთმანეთთან კომუნიკაცია და არა ტელევიზორთან გვერდიგვერდ ჯდომა.

5. ცივი ფეხები

ფეხები

ჰოლანდიელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს ორგაზმისთვის სჭირდებათ თბილი ფეხები. ფეხები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში. გონებისა და სხეულის შიდა კლიმატის დარეგულირება კი იწვევს მოდუნებას, რაც აუცილებელი ორგაზმისთვის.

 

 




გაზიარება:

კომენტარი

კარამელი 15 წუთში
კარამელი 15 წუთში!

ყველაფერი გენიალური მარტივია. ეს კიდევ ერთხელ შემახსენა დღეს ჩემმა მეგობარმა, რომელსაც საქმეზე ველაპარაკებოდი. ჰოდა, ჩვენ, ადამიანებს ძალიან გვიყვარს მარტივი, გენიალური...

Close